PayPal-ის თანადამფუძნებელი: ბიტკოინი ოქროს ონლაინ ექვივალენტი გახდება

0
3197

ფილანტროპმა, PayPal-ის თანადამფუძნებელმა პიტერ ტიელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბიტკოინი ოქროს ონლაინ ექვივალენტი იქნება.

პიტერ ტიელის აზრით, ოქროს მსგავსად, კრიპტოვალუტა უფრო მეტად გულისხმობს ღირებულებას ვიდრე, გადახდის საშუალებას.

ტიელი ასევე აცხადებს, რომ მას სჯერა ბიტკოინი სხვა კრიპტოვალუტებთან კონკურენციის მიუხედავად, ბაზრის კაპიტალიზაციის პირველ ადგილს შეინარჩუნებს.

“ბიტკოინი ოქროს ექვილავლენტი იქნება”, -აღნიშნა CNBC-სთან საუბრისას პიტერ ტიელმა.

მიუხედავად მისი პროგნოზისა, ტიელი ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ ბიტკოინი ადამიანებში სრულ ნდობას არ იწვევს. ასევე, ვარაუდობს, რომ არსებობს გარკვეული საფრთხე იმისა, რომ მომავალში ბიტკოინს აღარ ჰქონდეს ღირებულება.

თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ მეორე მხრივ, არსებობს იმის შანსიც, რომ ბიტკოინის ღირებულება უფრო მეტად გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ პიტერ ტიელის კრიპტოვალუტაში ინვესტიციებმა ბოლო დროს მოიმატა. მან 2018 წლის იანვარში 15-20 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები შეიძინა.

პიტერ ტიელმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ კრიტიკოსები კრიპტოვალუტას სათანადოდ ვერ აფასებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი