ნაიელ ფერგიუსონი: კრიპტოვალუტა არ არის ილუზია

0
1680

ბრიტანელმა ეკონომისტმა და ისტორიკოსმა ნაიელ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა სულაც არ ყოფილა ილუზია, როგორც მას ადრე მიაჩნდა.

“მე ძალიან ვცდებოდი, როდესაც ციფრული ვალუტა მხოლოდ ილუზია მეგონა. Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა ნამდვილად არის გამოსაყენებელი”,- განაცხადა ნაიელ ფერგიუსონმა.

იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტის შექმნის და ბაზარზე გამოჩენის დროს ფერგიუსონი ციფრული ვალუტის წინააღმდეგი იყო ამ აზრის გასანეიტრალებლად, მან გაიხსნა ბიტკოინის ბოლოდროინდელი ფასი. ფერგიუსონის თქმით, ბოლო პერიოდში ბიტკოინმა გამძლეობა და სტაბილურობა აჩვენა.

ნაიელ ფერგიუსონმა ასევე ისაუბრა ბიტკოინის შემდგომი კორექტირების შესახებ. მისი აზრით, ბიტკოინი 3.000-სა და 4.000 დოლარს შორის მოძრაობას კიდევ რამდენიმე ხანს განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა ფულის მომავალია.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ფერგიუსონის აზრით, ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებად აღიარება სწორი არ იქნება. ამის მთავარი მიზეზი კი ციფრული ვალუტის ნაკლებად სტაბილური ხასიათია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი