21 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
548

ხუთშაბათს, 21 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 9.000 დოლარზე დაეცა. დღის ბოლოს კრიპტოვალუტის კურსი კი 8.900-სა და 9.000 დოლარს შორის მოძრაობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი ვარდნას განაგრძობს მოსალოდნელი დონე ჯერ 8.000 შემდეგ კი 7.700 დოლარია.

ფასის მატების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ ციფრული ვალუტა კვლავ 10.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდეს. თუმცა ბიტკოინმა ჯერ 9.200 დოლარის დონე უნდა დასძლიოს.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი კი 66.6%-ს შეადგენს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ამ ეტაპზე ვაჭრობას არ ურჩევენ.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც შემცირდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ალტკოინის ფასი 200 დოლარის ნიშნულს არ ჩამოსცდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 21 მაისის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 252.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი