Fundstrat Global Advisors-მა ამ წლის ციფრული ვალუტის ტენდენციები მიმოიხილა

0
757

ნიუ-იორკში დაფუძნებულმა კვლევითმა კომპანია Fundstrat Global Advisors-მა 2019 წლის კრიპტოტენდენციების მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანალიტიკოსები ციფრული ვალუტის ფასის გაუმჯობესებაზე საუბრობენ, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს კრიპტოვალუტების უფრო მაღალი კურსის მხარდაჭერას.

მიმოხილვასთან დაკავშირებით Fundstrat-ის თანადამფუძნებელმა, ტომ ლიმ კომენტარი Twitter-ზე გააკეთა.

“ჩვენ ვხედავთ დამატებით გაუმჯობესების მაჩვენებელს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მაღალი ფასების მხარდაჭერას”, – ამბობს ლი.

მიმოხილვის შესავალი ნაწილი 2018 წლის ტენდენციებსაც აღწერს. Fundstrat Global Advisors-ის განცხადებით, წინა წელს ბევრი იმედგაცრუება იყო.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით მავნე მარეგულირებელ წესებს მოჰყვება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს, სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება. Fundstrat Global Advisors-ი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა საუბარი კრიპტოვალუტის მასობრივ მიღებაზე. თუმცა კომპანიის განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტის ფასები სულ მალე დაიწყებს ზრდას.

“… უნდა ვიზრუნოთ, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ციფრული ვალუტის ფასები აღდგენილი იყოს”,-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი