კვლევა: ინსტიტუციური ინვესტორების უმრავლესობა მზად არის ციფრული ვალუტების შესაძენად

0
696

ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ბიზნესის მიმართ კვლავ მზარდია.

Fidelity Digital Assets-მა, გლობალური აქტივების მენეჯმენტის Fidelity Investments Inc კრიპტო ფილიალმა, კოალიცია “გრინვიჩს” დაავალა 1,100 ინსტიტუციური ინვესტორის გამოკითხვა, რათა გაეგო მათი მოლოდინები ციფრული ვალუტების ინვესტიციებთან დაკავშირებით.

გამოკითხული ინვესტორების უმრავლესობა მომავალში კრიპტოვალუტაში ინვესტიციის ჩადებას აპირებს.

კვლევა ჩატარდა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის აპრილამდე, მსხვილი კაპიტალის ინვესტორების, ციფრული და ტრადიციული ჰეჯ-ფონდების, ფინანსური მრჩეველთა და ფონდების მონაწილეობით.

საკვლევი ჯგუფის მიერ განსაზღვრული ციფრული ვალუტების ინვესტიციის განმარტება გულისხმობდა კრიპტოვალუტებში ინვესტიციის ჩადებას, კრიპტო კომპანიასთან დაკავშირებული აქციების ყიდვას ან სხვა საინვესტიციო პროდუქტების საშუალებით ექსპოზიციას.

მონაწილეთა დაახლოებით 70% ციფრული ვალუტებში ინვესტიციას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ Galaxy Digital-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმითაც, ინსტიტუციონალურ ინვესტორებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ მიმოქცევაში მყოფი ბიტკოინი შეიძინონ, რაც ფასის მატებაზე დადებითად აისახება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი