აშშ-ს სანქიცების დარღვევაში ბრალდებული ვირჯილ გრიფიტი შუამდგომლობას ითხოვს

0
545

ეთერიუმის მკვლევარი, ვირჯილ გრიფიტი შუამდგომლობას აყენებს ჩრდილოეთ კორეის შეთქმულების ბრალდების გაუქმების შესახებ.

გრიფიტი ამტკიცებს, რომ, რადგან მისი 2019 წლის აპრილის კონფერენციის პრეზენტაცია საკმაოდ ინფორმატიული იყო, ეს არ ნიშნავდა ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირებისათვის ხელშეწყობას.

ვირჯილ გრიფიტმა, Ethereum Foundation-ის ყოფილმა მკვლევარმა, რომელსაც ბრალი დასდეს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების დარღვევაში, ხუთშაბათს შეიტანა შუამდგომლობა, რომ მისი ბრალი ხელახლა იქნეს გადახედილი.

37 წლის გრიფიტი FBI–ს აგენტებმა 2019 წლის 28 ნოემბერს დააპატიმრეს. მისი აყვანა აპრილში ჩრდილოეთ კორეაში გამართულ კონფერენციაზე პრეზენტაციის შემდეგ მოხდა.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ კონფერენციაზე გრიფიტმა მომსახურება გაუწია ჩრდილოეთ კორეის მთავრობას “ღირებული ინფორმაციის” სახით, რომელიც მან მიაწოდა DPRK-ს ოფიციალურ პირებს, და რომ იგი “მონაწილეობდა საუბრებში” იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება სანქციების თავიდან აცილების მიზნით.

მიუხედავად ამისა, ვირჯილ გრიფიტი ირწმუნება, რომ მისი პრეზენტაცია იყო ზოგადი ხასიათის, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იყო საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი