კვლევის თანახმად, ბიტკოინი მომდევნო ათწლეულების მანძილზე გადახდის საშუალება გახდება

0
1379

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ისეთ კრიპტოვალუტას, როგორიც არის ბიტკოინი პოტენციალი აქვს, რომ ძირითადი გადახდის საშუალება გახდეს. ამ მოსაზრებას ის არგუმენტი ამყარებს, რომ ბიტკოინი ფულის სამი ძირითადი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს.

პროფესორ უილიამ ნოტენბელტისა და დოქტორ ზეინებ გურგაკის მიერ დაწერილი კვლევის მიხედვით, რომლის სახელწოდებაც არის “კრიპტოვალუტა: ნდობა და მიღებასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა”, კრიპტოვალუტა მომდევნო ათწლეულების მანძილზე შეიძლება გახდეს გადახდის საშუალება.

სტატიის თანახმად, კრიპტოვალუტა 3 პრინციპირდნ აკმაყოფილებს იმ ერთს, რასაც ფულის ღირებულებათა სისტემა ჰქვია.

კვლევის მიხედვით, ბიტკოინმა და სხვა კრიპტოვალუტებმა უნდა გადაწყვიტონ ექვსი ძირითადი გამოწვევა მოთხოვნების საბოლოო დაკმაყოფილების მიზნით. ეს გამოწვევებია: მასშატაბი-გავრცელების არეალი, გამოყენებადობა, რეგულაციის საკითხი, არასტაბილურობა, წახალისების სისტემა და კონფიდენციალურობა.

განდჰემი, რომელიც არის ბრიტანეთის კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ჯგუფის თავმჯდომარე, აღნიშნავს, რომ 8 წელზე ცოტა მეტი გავიდა ბიტკოინის მიერ განხორციელებული ტრანზაქციდან, და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ყოველდღიურ გამოყენებაზე მოთხოვნა არის გაჩენილი.

საიმპერატორო კოლეჯის პროფესორმა უილიამ ნოტენბელტიმა კი განაცხადა, რომ დეცენტრალიზებული ხასიათის გამო, კრიპტოვალუტას აქვს პოტენციალი ფინანსური სისტემებისა და ფინანსური აქტივების შესახებ გააფართოვოს ჩვენი ცოდნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი