Pantera Capital-ის წარმომადგენელი: 2020 წლიდან ციფრული ვალუტის ბაზარი 10-ჯერ გაიზრდება

0
1702

“კრიპტოვალუტის ბაზრები 2020 წლიდან ათჯერ გაიზრდება”,-ამის შესახებ Pantera Capital-ის წარმომადგენელმა Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა.

ჯოი ქრაგმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსი აუცილებლად გაუმჯობესდება. ქრაგის ეს განცხადება მოჰყვა მოვლენებს, როდესაც ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირებას განიცდიდა და ინსტიტუციონალური ინვესტორები ვაჭრობისგან თავს იკავებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ინვესტორის, როგორიცაა Galaxy Digital-ის აღამსრულებელი დირექტორი მაიკლ ნოვოგრაცის კომენტარები კრიპტოვალუტის ბაზრის შესახებ პოზიტიური იყო ამ ფაქტმაც კი ვერ მოახერხა ბიტკოინის ფასის მკვეთრი ცვლილება.

ჯოი ქრაგის აზრით ეს მოხდა იმიტომ, რომ ბიტკოინის ბაზარს კონკრეტული კლიმატი ესაჭიროება, რომელიც თავის მხრივ, დამოკიდებულია ბაზრის მოცულობის გაუმჯობესებაზე. მიუხედავად ამისა, ის ვარაუდოებს, რომ ბიტკოინი გადახდის სისტემების კუთხით მალე Visa-სა და MasterCard-ს გაუწევს კონკურენციას.

“მე არ ვიცი, თუ ეს ოდესმე მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ დავინახავთ Blockchain ტექნოლოგიას იმ ფუნქციით, რაც დღეს Visa-ს ან MasterCard-ს აქვს”, – განაცხადა ჯოი ქრაგმა.

ინტერვიუს ბოლოს Pantera Capital-ის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ Blockchain-ი იმ დონეზე ჩაერთვება მომსახურეობის სფეროში და Visa-ს ან MasterCard-იდ ფუნქციებს შეითავსებას მომდევნო წლების მანძილზე ეს კრიპტოვალუტის ფასების 10-ჯერ გაზრდასაც კი გამოიწვევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი