ექსპერტები: კანადის ციფრული ვალუტა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს

0
568

კანადის ბანკის ექსპერტებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს კანადური ციფრული დოლარი. ამასთანავე, ანალიტიკოსებმა ისიც თქვს, რომ აუცილებელია ციფრული ვალუტა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების გარკვეული შენიშვნები მმართველი საბჭოსგან გამიჯნულია, ამიტომ ისინი არ წარმოადგენენ თავად ბანკის აზრს.

ექსპერტთა ჯგუფმა განმარტა, რომ ციფრული ვალუტა მსგავსი უნდა იყოს რეგულარული ბანკნოტებისა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქალაქო და სოფლის თემებში, ყოველგვარი საბანკო ანგარიშების გარეშე.

ანალიტიკოსების მოთხოვნაა, რომ კანადური ციფრული ვალუტის გამოყენება უსინათლოთათვისაც უნდა იყოს შესაძლებელი.

”ციფრული ვალუტა უნდა იყოს ისეთივე ხელმისაწვდომი, როგორც ნაღდი ფული”,-აღნიშნულია კანადის ცენტრალური ბანკის ექსპერტების განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა არაერთხელ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ბანკების მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტას ეხება.

კრიპტოვალუტისგან განსხვავებით ცენტრალური ბანკის მიერ გაცემული ციფრული ვალუტა არის იურიდიული ტენდერის სტატუსის მქონე ვალუტა, რომელიც დამოკიდებულია მთავრობის რეგლამენტსა და კანონზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი