კანადის ორი მარეგულირებელი ორგანო კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მუშაობას აგრძელებს

0
382

კანადის მარეგულირებელი ორგანიზაციები კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე მუშაობას განაგრძობენ.

კანადის ფასიანი ქაღალდების ადმინისტრაციამ და კანადის საინვესტიციო ინდუსტრიის მარეგულირებელმა ორგანიზაციამ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო მოქმედი კანონმდებლობის ეფექტური ამუშავება ისე, რომ კრიპტოვალუტის პლატფორმების რაოდენობის ზრდასთან ერთად რისკებიც არ გაიზარდოს.

ფასიანი ქაღალდების ადმინისტრაცია არის ორგანიზაცია, რომელიც 57 სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ხოლო საინვესტიციო ინდუსტრიის მარეგულირებელი არის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც აკონტროლებს საინვესტიციო დილერებსა და სავაჭრო პლატფორმებს.

“ეს კონსულტაციები ასახავს შემოთავაზებულ მარეგულირებელ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმების სიცხადეს, ბაზარის მთლიანობასა და ინვესტორთა დაცვას”,- განაცხადა ფასიანი ქაღალდების ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ლუის მორისეტმა.

ფასიანი ქაღალდების ადმინისტრაციის თავმჯდომარემ იქვე დაამატა: “პლატფორმების წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მორგებული მარეგულირებელი სტრუქტურა მათთვის მისაღებია. ამასთანავე, ისინი ცდილობენ კლიენტების ნდობის მოპოვებას, რათა მომავალში კანადაში ინდუსტრია უფრო მასშტაბური და მდგრადი იყოს”.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ნოემბერში კანადის საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო კომიტეტმა რეკომენდაციის სახით განაცხადა, რომ მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულირებას დაიწყებდა, რათა თავიდან ყოფილიყო არიდებული ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ოპერაციები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი