კანადაში ციფრული ვალუტის ბიზნესი ლეგალური გახდა

0
762

კანადაში დღეიდან კრიპტოვალუტის ბირჟისა და გადახდის პროვაიდერები ლეგალურად არის აღიარებული, როგორც “ფულის სერვისის ბიზნესი”.

ეს სტატუსი სხვადასხვა ვალდებულების აღებასაც გულისხმობს. კანადაში მოღვაწე ციფრული ვალუტის ბირჟები ვალდებულნი არიან ქვეყნის ფინანსური გარიგებისა და ანგარიშების ანალიზის ცენტრს მიაწოდონ ყველა ტრანზაქციაზე ინფორმაცია, რომელიც 10.000 კანადურ დოლარს აღემატება.

29 მაისს კრიპტოვალუტის ბირჟის, BullBitcoin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრენსის პულიოტიმ Twitter-ზე დაწერა:

”დღეს ჩემი ბოლო დღეა, როგორც არარეგულირებული კომპანიის დირექტორის. 2020 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, ბიტკოინით ვაჭრობისა და გადახდის პროცესები ოფიციალურად რეგულირდება, როგორც ფულის სერვისების ბიზნესი”.

უნდა აღინიშნოს, რომ BullBitcoin-ის აღმასრულებელი დირექტორი კანადაში კრიპტო სექტორის ლეგიტიმური აღიარებისთვის იბრძოდა. ამავდროულად, იგი 2014 წელს შეუერთდა Bitcoin Foundation-ს ორგანიზაციას.

”მე მჭიდრო კავშირში ვიყავი ამ პროცესებთან, 2014 წლიდან დავიწყე თანამშრომლობა, განსაკუთრებით, ფინანსთა სამინისტროსა და მარეგულირებელთან. ჩვენი პოზიცია არასდროს შეცვლილა: ბიტკოინი არის ფული და ის სხვა “ფულის” მსგავსად უნდა დარეგულირდეს”,-აღნიშნა ფრენსის პულიოტიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი