ისრაელის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი კრიპტობირჟის სასარგებლოდ გამოიტანა

0
1483

ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, Leumi Bank-ი კრიპტოვალუტის ბირჟას, Bits of Gold’s-ს მარეგულირებელი წესებიდან გამომდინარე ანგარიშს ვერ გააუქმებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Finance Magnates-ი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენი ბანკის წინააღმდეგ არის მიმართული, Leumi-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ აპირებს კრიპტოვალუტის ბირჟასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალოს.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სასამართლოს ამ გადაწყვეტილებისა, რთულია თქმა, რომ ისრაელი კრიპტოვალუტების მიმართ დადებითად არის განწყობილი.

რამდენიმე კვირის წინ ისრაელის სასამართლომ დაადგინა, რომ ბიტკოინი არ არის ვალუტა. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დაკავშირებული ვაჭრობასთან.

Blockchain სტარტაპის, DAV-ის დირექტორი ნოამ ქომფელი სასამართლოში საქმის განხილვის დროს აცხადებდა, რომ ბიტკოინი უნდა განიხილებოდეს როგორც უცხოური ვალუტა.

თუმცა ისრაელის საგადასახადო ორგანოს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის განცხადებით, ვალუტას უნდა ჰქონდეს გარკვეული ფიზიკური ვალიდურობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი