ირანში კრიპტო საქველმოქმედო პლატფორმა შეიქმნა

0
604

ირანში რამდენიმე კრიპტოვალუტის კომპანიამ Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა შექმნა. პალტფორმა სახელწოდებით IranRescueBit-ი ადამიანებს საშუალებას მისცემს ქველმოქმედება კრიპტოვალუტით განახორციელონ.

საქველმოქმედო პალტფორმა წყალდიდობისგან დაზარალებულ რეგიონების დასახმარებლად არის შექმნილი.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პლატფორმაზე შემოწირულობა მიიღება მხოლოდ სამი კრიპტოვალუტით: ბიტკოინით, ეთერიუმითა და ლაიტკოინით.

IranRescuebit-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰამედ სალეჰიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ პლატფორმაზე დარიცხული თანხმა ირანის სახელმწიფო ვალუტაში გადაკონვერტირდება. შემდეგ კი თანხა ირანის წითელი ნახევარმთვარის საქველმოქმედო ორგანიზაციის ადგილობრივ საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ IranRescueBit-ი შეიძლება იქცეს პლატფორმად, რომელსაც შეუძლია საზოგადოების დახმარებით ქვეყანაში შექმნილ ეკოლოგიურ პრობლემებს გაუმკლავდეს. თუმცა ამ ეტაპზე ეს არის ფონდი, რომელიც ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში ფუნქციონირებს, რომელიც ბუნებრივ კატაკლიზმებით გამოწვეულ პრობლემებს ეხება”,- განაცხადა საქველმოქმედო პლატფორმის დირექტრომა, ჰამედ სალეჰიმ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აპრილში ირანში წყალდიდობა მოხდა. წყალდიდობის შედეგად ქვეყნის 13 პროვინციაში 70 ადამიანი დაიღუპა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი