ირანი ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნაზე აქტიურად მუშაობს

0
805

ირანის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს განიხილავს. ეს განცხადება დაემთხვა ციფრული ვალუტის შესახებ კანონის მიღების პროცესს.

ირანის ცენტრალური ბანკის ცნობით, კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ კონფერენციაზე მსჯელობას აპირებს. კონფერენცია კი დღეს დაიწყო თეირანში და ორ დღეს გასტანს.

ადგილობრივი მედია საშუალების ინფორმაციით, კანონმდებლები კრიპტოვალუტის გარკვეული ასპექტების აკრძალვას მოითხოვენ. თუმცა, ეს ნაბიჯი ხელს შეუშლის ქვეყნის შიგნით კრიპტოვალუტით გადასახადების გადახდას.

“ჩემი კოლეგები ცენტრალური ბანკიდან ციფრული ვალუტის მიმართ შემუშავებულ წესებს ბანკის ვებ-გვერდზე მალე გამოაქვეყნებენ. კონფერენციაში მონაწილეებს კი საშუალება მიეცემათ აღნიშნულის შესახებ კომენტარები გააკეთონ”,-განაცხადა ცენტრალური ბანკის მმართველმა.

ცენტრალურის ბანკის მმართველის თქმით, ციფრული ვალუტის საკითხთან დაკავშირებით ექსპერტების ჯგუფი უკვე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირანის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნაზე ერთ-ერთ საფინანსო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ცნობლია, ციფრული ვალუტის შექმნის მთავარი მიზანი აშშ-ს სანქციების დაძლევა იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი