მუმბაიში კრიპტოვალუტის თაღლითობის გზით მოპოვებისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა

0
1443

სამართალდამცავებმა მუმბაიში გამოავლინეს ჯგუფი, რომელმაც ერთი მილიარდი რუპიის, (დაახლოებით 17 მილიონი დოლარის) ღირებულების ტოლფასი კრიპტოვალუტა მოიპარეს.

ამის შესახებ მედია საშუალება The Times of India იტყობინება.

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიებამ რამდენიმე ანგარიში გაყინა და ოთხი პირი დააპატიმრა. The Times of India-ს ცნობით, პოლიცია ასევე ეძებს მეხუთე ეჭვმიტანილს, რომელმაც ძარცვის დროს მთავარი როლი შეასრულა.

ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა:

“ბრალდებულები მუმბაიში მოქმედებდნენ. ისინი კრიპტოვალუტის მომხმარებლებს ეუბნეოდნენ, რომ ჩადებული ინვესტიცია ორი თვის განმავლობაში გაორმაგდებოდა. თავდაპირველად, დაჯგუფებამ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაარწმუნა თავის გეგმებში, მაგრამ შემდეგ ინვესტორების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მათ მხოლოდ ერთი განზრახვა ჰქონდათ, მიეთვისებინათ მომხმარებლების ფული”.

ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოს, საქალაქო სამმართველოს მიერ რეგისტრირებული დანაშაულის კვალიფიკაცია გულისხმობს მოტყუებით ნდობის მოპოვების შედეგად თაღლითური ქმედების ჩადენას.

რაც შეეხებათ ბრალდებულებს: მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უდანაშაულოები არიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი