ინდოეთის Kotak Mahindra Bank-ი კრიპტოვალუტის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი

0
659

ინდოეთის საბაზრო კაპიტალით სიდიდით მეორე კერძო მფლობელობაში არსებული ბანკი, Kotak Mahindra Bank-ი თავის მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ გარიგებებს თავი აარიდონ.

ამის შესახებ Twitter-ზე მომხმარებელმა სახელად Indian CryptoGirl-მა დაწერა.

მომხმარებლის სტატუსის მიხედვით, Kotak Mahindra Bank-ი აშკარად დადებითად არის განწყობილი ინდოეთის სარეზერვო ბანკის განცხადების მიმართ. ჯერ კიდევ გასულ წელს ქვეყნის სარეზერვო ბანკმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ციფრული ვალუტის გამოყენებისგან თავი შორს დაეჭირათ.

მომხმარებელი ხაზს უსვამს Kotak Mahindra Bank-ის დამოკიდებულებას და წერს, რომ ბანკი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რისკების შესახებ მომხმარებელს არანაირი სახის გარანტიას არ აძლევს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილში ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ყველა ბანკს აუკრძალა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესის მომსახურება.

თუმცა, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთში ციფრული ვალუტის სტატუსი ამ დრომდე გაურკვეველია. ცოტა ხნის წინ კი ინდოეთის ცენტრალური ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ კრიპტოვალუტა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი