ანალიტიკოსი: Tesla-ს მიერ ბიტკოინის შეძენა კომპანიაზე არცთუ პოზიტიურად აისახა

0
591

ბიტკოინის ფასის უეცარი ცვლილების შემდეგ ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანთა სიის სათავეში აღარ დგას.

ექსპერტები, რომლებიც თვალყურს ადვნებენ საფონდო ბირჟებსა და ეკონომიკურ ბაზარს, აცხადებენ, რომ ილონ მასკი აღარაა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. მან დაკარგა პოზიცია, რაც მათი აზრით, კავშირშია ბიტკოინის შეძენასთან.

Tesla-ს აქციების ფასი გასული ორი კვირის განმავლობაში 14%-ით დაეცა და განარძობს ვარდნას. დენ აივი არის ერთ-ერთი ფინანსური ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ მასკი, სავარაუდოდ, მზად უნდა ყოფილიყო მსგავსი შედეგისათვის.

კომპანიის საფონდო ვარდნამ ილონ მასკი Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის სათავიდან “ჩამოაგდო”. ბოლო ზარალმა კი 3.56 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჯეფ ბეზოსი კვლავ სათავეში უდგას სიას. მისი ჯამური ქონება 187 მილიარდი დოლარია, ხოლო ილონ მასკს, Bloomberg-ის მიხედვით, 180 მილიარდი დოლარი აქვს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი