იაპონიის ბანკის მმართველმა, კუროდა ჰარუჰიკომ განაცხადა, რომ განხილვები ადგილობრივი ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მმართველმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკს პოზიცია არ შეუცვლია.
კუროდა ჰარუჰიკომ განაცხადა, რომ ბანკი ყურადღებით ეკიდება გლობალური ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებას, რადგან ამ საფრთხილო საკითს სჭირდება დაკვირვება.
იგი ამბობს, რომ საკითხის დამტკიცება 2021 წლის ბოლოსთვის გადაიდო.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოქტომბერში იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა პირობა დადო, რომ ტესტირების ფაზებიდან ციფრული ვალუტა მოქმედებაში გაზაფხულზე უნდა ჩაეშვას.
ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ანგარიშის თანახმად, ცენტრალური ბანკების 86% ამჟამად შეისწავლის სტაბილკოინის სარგებელს და უარყოფით მხარეებს. აქედან, 60% უკვე განვითარების ექსპერიმენტულ ან კონცეფციის შემუშავების სტადიაშია.