იაპონიის თვითრეგულაციის ჯგუფი საბოლოოდ ჩამოყალიბდა

0
1064

იაპონიამ კრიპტოვალუტისთვის პირველი თვითრეგულირების ორგანო შექმნა.

ადგილობრივი მედია საშულების, Asahi Shimbun-ის ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის თექვსმეტმა ლიცენზირებულმა კრიპტობირჟამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა სისტემა.

იანვრის თვეში Coincheck-დან 530 მილიონის მოპარვის შემდეგ გადაწყდა თვითრეგულაციის ორგანის შექმნა. ახლა კი, უკვე ჩამოყალიებებულ ჯგუფს მოეთხოვება, რომ შეიმუშავოს გარკვეული ნორმები და შესაბამამისი სტანდარტები.

“მინდა შევქმნათ გარემო, სადაც მე შემიძლია რჩევის მიცემა არალიცენზირებული ბირჟებისთვის იმიტომ, რომ ინდუსტრიის განვითარება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა იაპონიის კრიპტოვალუტის ასოციაციის თავმჯდომარემ ტაიზენ ოკიამამ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯგუფის შექმნის ისტორია უკვე დიდი ხანია დაიწყო. თვითრეგულაციის ორგანოს შექმნა თებერვალში დაანონსდა. აღნიშნულ ორგანოში შედიან, როგორც იაპონიის Blockchain-ის ასოციაციის წევრები ასევე, იაპონიის კრიპტოვალუტის ასოციაციის წარმომადგენლებიც.

იაპონიის Blockchain-ის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა იოზო კანომ მიანიშნა, რომ განვითარება, ინდუსტრიის სტანდარტების შემუშავება ფარულად არ უნდა მოხდეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ Coincheck-ის შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი