Softbank Corp-ი იაპონიის ტოკენების უსაფრთხოების ასოციაციას შეუერთდა

0
653

იაპონური კონგლომერატის Softbank Group-ის სატელეკომუნიკაციო ჯგუფმა, Softbank Corp-მა, დაადასტურა თავისი წევრობა იაპონიის ტოკენების უსაფრთხოების ასოციაციაში.

აღნიშნული კოლაბორაცია გულისხმობს ისეთ კომპანიებთან შეერთებას როგორიცაა Mitsui Trust-ი.

ასოციაცია ასევე მოიცავს კრიპტო და Blockchain წევრ კომპანიებს, როგორიცაა უსაფრთხოების პლატფორმა TokenSoft-ი და იაპონიის ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტით ვაჭრობის სერვისი BitFlyer-ი.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია არის ადვოკატირებისა და თვითრეგულირების ორგანოების ჯგუფის ნაწილი.

2020 წლის აპრილში იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ შემდეგი კომპანიები: Japan Security Token Association-ი და Japan Virtual Currency Exchange Business Association-ი აღიარა ფინანსურ და კრიპტო ბირჟის ასოციაციებად.

ეს თვითრეგულირებადი ორგანიზაციები მუდმივად მუშაობენ ქვეყნის მარეგულირებელთან, რათა იაპონიის კრიპტოვალუტის რეგულაციების სისტემა კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს.

შეგახსენებთ რომ, იაპონიის მარეგულირებლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ციფრული ვალუტის ბირჟების რეგისტრაცია და მუშაობის ლიცენზიის მოპოვებაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი