იაპონიის მარეგულირებელს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0
551

იაპონიის მთავრობამ ქვეყნის ფინანსური სერვისების სააგენტოს მომდევნო კომისრად რიოზო ჰიმინოს დანიშნავს.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიოზო ჰომინო ბოლოს საერთაშორისო ფინანსური მრჩეველის მოადგილედ მუშაობდა.

ასევე გასული წლის სექტემბერს, იგი პირველი იაპონელი იყო, ვინც ფინანსური სტაბილურობის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზე იაპონიის კრიპტო ინდუსტრია შედარებით სტაბილურად გამოიყურება.

ჯერ კიდევ მარტის თვეში მარეგულირებელი ორგანო კვლავ რეგულაციების გადასინჯვით იყო დაკავებული. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსალოდნელი იყო ცვლილებები.

იაპონიის მარეგულირებელი ორგანოში ასევე მსჯელობა მიმდინარეობდა კრიპტო ვაჭრობის შესახებაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე მომხმარებლის უსაფრთხოება ბირჟებთან მიმართებით კვლავ პრიორიტეტულ მოთხოვნად რჩება.

შეგახსენებთ, რომ იაპონია კრიპტოვალუტის ერთ-ერთი წამყვანი ბაზარია. ჯერ კიდევ 2019 სექტემბრის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფინანსური სერვისების სააგენტომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესი ლიცენზირებულ საქმიანობად სცნო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი