SBI Holdings-ის ფინანსური ანგარიში: რიპლის საერთაშორისო გადარიცხვების დიდი პოტენციალი აქვს

0
826

იაპონიის საფინანსო გიგანტმა SBI Holdings-მა ცხრა თვის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით სრულდება. საინტერესოა, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში რიპლის საერთაშორისო გადარიცხვების პოტენციალი ცალკე არის აღნიშნული.

SBI ხაზს უსვამს, რომ რიპლი და Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა კომპანიის სტრატეგიის ძირითადი ნაწილია, რათა გლობალური სტანდარტი ფინანსური ოპერაციებისთვის უზრუნველყოფილი იყოს. გლობალურ სტანდარტებში საერთაშორისო გადახდები და სავაჭრო ფინანსები იგულისხმება.

რიპლისა და Blockchain-ზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ რიპლის მიმართულება არის საერთაშორისო გადარიცხვები, ხოლო Blockchain-ი მიმართულია საფინანსო ინდუსტრიისკენ.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში დაანონსდა, რომ SBI Holdings-ი კრიპტოვალუტის სფეროში აქტიურად იწყებდა ოპერირებას.

ამასთან დაკავშირებით, იაპონიის საფინანსო მომსახურების ორგანიზაციამ, SBI Holdings-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომპანია ინვესტიციას კრიპტოვალუტის ბირჟა LastRoots-ში განახორციელებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ SBI Holdings-მა ხაზგასმით განაცხადა, რომ სრულად დაემორჩილებოდა კანონს. “ჩვენი თანამშრომლები მართვის სისტემას გააძლიერებენ… ჩვენ მხარს ვუჭერთ კრიპტოვალუტის მარეგულირებლის მოთხოვნებს და მნიშვნელოვან ფაქტორად მივიჩნევთ ბიზნესის რეგისტრაციის პროცესს”,- ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი