იაპონიის ციფრული ვალუტის ბირჟის ასოციაცია მომხმარებელს გარკვეულ ლიმიტს დაუწესებს

0
1509

იაპონიის ციფრული ვალუტის ბირჟის ასოციაცია ვალდებულებას აკისრებს ასოციაციის წევრ ბირჟებს, რომ გარკვეული სავაჭრო შეზღუდები დაუწესოს კონკრეტულ კლიენტებს.

აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს ინვესტორების “მცირე აქტივების” გამო დიდი დანაკარგებისგან დაცვას და ყოველდღიური ხარჯების თავიდან აცილებას. ამასთანავე, მოხსენებაში არ არის განსაზღვრული რა სახის აქტივი მიიჩნევა “მცირე აქტივად” და არც ის, თუ კონკრეტულად რა ზღვარია ვაჭრობისთვის დაწესებული.

ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტის ბირჟებმა შემოთავაზებული ორი ვარიანტიდან უნდა აირჩიონ სავაჭრო ლიმიტებიდან რომელიმე.

პირველი ვარიანტი გულისხმობს ყველა “მცირე აქტივის” მოვაჭრეებისთვის მაქსიმალური ზღვრის დადგენას. მეორე ვარიანტი კი სხვადასხვა მომხმარებლის მიმართ უფრო ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს.

შესაბამისად, ლიმიტების დაწესებაც სხვადსხვაგვარი იქნება. ეს დამოიკიდებული იქნება მაგალითად, მომხმარებლის საინვესტიციო გამოცდილებაზე, შემოსავალსა და აქტივების ღირებულებაზე.

ქვეყნის ციფრული ვალუტის ბირჟის ასოციაცია ასევე აცხადებს, რომ ფულის გათეთრების რისკები მაქსიმალურად არის შემცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი