მადრიდის ერთ-ერთ უნივერსიტეტში Blockchain კამპუსი გაიხსნა

0
465

ესპანეთი ციფრული ვალუტის ინდუსტრიისა და Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს. მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მადრიდის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ახალი Blockchain კამპუსის გახსნის ცერემონია გაიმართა.

როგორც ცნობილია, კათედრა ვალდებული იქნება Blockchain სფეროსთვის კადრები მოამზადოს.

”Blockchain ტექნოლოგიის შესახებ სწავლება სავალდებული გახდა იმიტომ, რომ დადგა საჭიროება კომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილებისა. ბაზარი, სადაც ყოველდღიურად ახალი პროგრამები გვხვდება მოითხოვს ამ ტექნოლოგიის ექსპერტებს”,- განაცხადა უნივერსისტეტის წარმომადგენელმა.

ესპანეთში Blockchain ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჯერ კიდევ შარშან აგროკულტურის, მეთევზეობის და სურსათის სამინისტრო Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას სატყეო მეურნეობის განვითარებისთვის გეგმავდა.

სამუშაო ჯგუფი, სახელწოდებით ChainWood-ი მიზნად ისახავდა ესპანეთში ხის მომარაგების ეფექტურობის გაუმჯობესებას ინდუსტრიულ ლოჯისტიკაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვით.

ChainWood-ის ჯგუფი ესპანეთის რვა რეგიონის წარმომადგენლისგან შედგება. რეგიონებს შორის არის გალიცია, მადრიდი, ანდალუზია, კასტილია და ლეონი და ესტურესი.

სამუშაო ჯგუფი შეიქმნა აგროკულტურის, თევზმჭერი და სურსათის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და ტყის პოლიტიკის გენერალური დირექტორატისა და სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ გაწეული დაფინანსებით, რომელიც 93.350 ევროს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი