ვიტალიკ ბუტერინმა ინდოეთის COVID-19 -თან ბრძოლის ფონდში 100 ეთერიუმი გადარიცხა

0
628

ეთერიუმის შემქმნელმა, ვიტალიკ ბუტერინმა 100 ეთერიუმი ინდოეთის COVID-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხა. ბუტერინმა შემოწირულობა გაიღო კრიპტოვალუტის პლატფორმაზე, Gnosis Safe-ზე.

ეთერიუმის Blockchain-ზე განხორციელებული საზოგადოებრივი ტრაზაქციები აჩვენებს ორ გადარიცხვას, რომელიც ვიტალიკ ბუტერინის ერთ-ერთი საფულედან მოდის. ეთერიუმის შემქმნელმა დახმარების ფონდში 100 ეთერიუმი და 100 MKR გადარიცხა, რაც დაახლოებით 220,000 და 400,000 დოლარის ექივალენტია.

აღსანიშნავია, რომ Sandeep Nailwal-მა, Polygon-ის შემქმნელმა, ცოტა ხნის წინ, “ტვიტერზე” დაწერა, რომ ინდოეთს დახმარება სჭირდება და თან დაურთო ვიდეო, რის შემდეგაც მის პოსტს უამრავი მომხმარებელი გამოეხმაურა. შემდეგ მან Google ფორმა შექმნა სავარაუდო დონორებისთვის და ინდოეთის კრიპტოვალუტის უდიდეს ბირჟებს და ინსტიტუტებს, როგორიცაა WazirX-ი, CoinDCX-ი და Bitbns-ი, დახმარება სთხოვა.

Sandeep Nailwal-ის აქტიურობამ შედეგი გამოიღო. თუმცა მოგვინებით ის “ტვიტერში” წერდა, რომ წუხს ინდოეთის მთავრობის კრიპტო რეგულაციების გამო, რომელიც საკმაოდ აფერხებდა პროცესს.

თუმცა Sandeep Nailwal-მა მალევე განაახლა პოსტი და აღნიშნა, რომ მას დაუკავშირდნენ ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი სამთავრობო ორგანოდან და უთხრეს, რომ რეგულაციები და აუდიტის სამხსახური პრობლემას არ შექმნიდა, თუ იგი შეინარჩუნებდა გამჭვირვალობას სოციალურ ქსელებში და გააგრძლეებდა ამ საქველმოქმედო აქციას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი