Fundstrat-ის ანალიტიკოსი ეთერიუმის ფასის ზრდას პროგნოზირებს

0
2227

Fundstrat–ის სტრატეგი ეთერუმის შანსებს აფასებს.

გლობალური ანალიტიკური სერვისის ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ეთერიუმმა ისტრიულად მაღალ ნიშნულს მიაღწია, თამამად შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ ალტკოინის ღირებულება 10.500 დოლარამდე გაიზრდება.

ბაზრის კვლევის გლობალურმა კომპანია Fundstrat– ის სტრატეგმა, დევიდ გრიდერმა კომენტარი გააკეთა ეთერიუმის შესახებ, რომლის ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაახლოებით 1.430 დოლარს შეადგენს. გრიდერმა აღნიშნა, რომ სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის კურსი შეიძლება შვიდჯერ გაიზარდოს.

მან ხაზგასმით თქვა, რომ ეთერიუმის Blockchain-ი არის ყველაზე დიდი საფუძველი დეცენტრალიზებული ფინანსებისთვის.

უნდა აღინიშნოს რომ, ეთერიუმმა ისტორიულ ნიშნულს მას შემდეგ მიაღწია, რაც ბიტკოინის ფასმა 42.000 დოლარის დონე დასძლია.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 28 იანვრის დღის პირველ ნახევარში, ბიტკოინის ფასი შემცირებულია და ის 31.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ეთერიუმის კურსი კი ზრდას განაგრძობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი თითქმის 5%-ით არის გაზრდილი. ამ ეტაპზე კი ეთერიუმის კურსი 1.320 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი