19 იანვარს ეთერიუმის კურსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

0
707

სამშაბათს, 19 იანვარს ეთერიუმმა 1.400 დოლარის დონე გადალახა. დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი 1.428 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინის ფასი 1.180-სა და 1.200 დოლარს შორის მოძრაობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ, ფასის მატებით ეთერიუმი 2018 წლის 14 იანვრის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ამ დღეს ეთერიუმის ფასმა პირველად გადალახა 1.400 დოლარის ნიშნული.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, თუკი ეთერიუმის ფასმა ზრდის ტენდენცია გააგრძელა მომდევნო დონე 1.600 დოლარი იქნება.

ამის შესახებ განცხადება ანალიტიკოსმა მაიკლ ვან დე პოპმა გააკეთა.

ცოტა ხნის წინ, მაიკლ ვან დე პოპმა აღნიშნა, რომ ეთერიუმს აქვს იმის შანსი, რომ კურსი 2.600 დოლარამდე გაზარდოს.

Coinmarketcap-ის 2021 წლის 19 იანვრის მონაცემების თანახმად, ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 160 მილიარდზე მეტი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი