ფინანსური საკონსულტაციო კომპანია: ეთერიუმის ფასი წლის ბოლოსთვის 2.500 დოლარამდე აიწევს

0
2466

დამოუკიდებელმა ფინანსურმა საკონსულტაციო კომპანია deVere Group-მა, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო მომსახურებას, აცხადებს, რომ ეთერიუმის ფასმა შესაძლოა, წლის ბოლოს 2.500 დოლარამდე მიაღწიოს.

ფინანსურმა საკონსულტაციო კომპანიამ განაცხადა, რომ ეთერიუმის კურსის ზრდას “ჭკვიანი კონტრაქტები” განსაკუთრებით ხელს შეუწყობს.

“ეთერიუმის ფასი ამ წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება და 2018 წლის ბოლოსთვის 2.500 დოლარს მიაღწევს. ასევე 2019 და 2020 წლებშიც განაგრძონობს ზრდას. ეთერიუმის კურსის ზრდა სამი გზით შეიძლება მოხდეს: პირველი ეს შეიძლება მოხდეს, რადგან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ეთერიუმის პლატფორმას სავაჭროდ.

ეთერიუმის ფასის ზრდის მეორე შესაძლებლობა “ჭკვინი კონტრაქტების” გამოყენებაა, რომელიც მნიშვნელოვად ზრდის ფასის მატების შესაძლებლობებს. ბოლოს კი, კრიპტოვალუტის კურსის ზრდას შესაძლოა, cloud computing-ის დეცენტალიზაციამ შეუწყოს ხელი”,- განუცხადა MarketWatch-ს deVere Group-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ნიგელ გრინმა.

cloud computing-ი არის ტექნოლოგია, რომელი უზრუნველყოფს ქსელში მონაცემთა შენახვას, მართვას და დამუშავებას.

გრინმა ასევე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულირების შემოღება მხოლოდ დროის საკითხია. მისი თქმით, რეგულაცია გამოიწვევს უფრო მეტ ნდობას ბაზარზე და ინვესტორიც უკეთესად იქნება დაცული.

ამ ეტაპზე, coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, ეთერიუმი დაახლოებით, 685 დოლარი ღირს და ბაზრის კაპიტალიზაცია 67.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ბიტკოინის რეკორდული კურსის შემდეგ, ნიგელ გრინმა განაცხადა, რომ მომავალ კვირეებში კრიპტოვალუტის ფასი შედარებით დაბალი მაჩვენებლისკენ შეიცვლებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი