ეთერიუმში გაკეთებული ინვესტიციების ოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია

0
1239

გასული კვირის კრიპტო ინვესტიციების შემოდინების 80%-ს ეთერიუმი წარმოადგენს.

კრიპტო აქტივების მენეჯერმა CoinShares–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ინვესტიციების შემოდინება ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან კრიპტოვალუტაში გაიზარდა. ინვესტიციების უმეტესობა ეთერიუმში განხორციელდა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასულ კვირას 245 მილიონი კრიპტო შემოდინებიდან, მისი 80% ანუ 195 მილიონი დოლარი ჩადებულია ეთერიუმში. ბიტკოინის კვირის ნაკადი კი 41,9 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა.

”ჩვენ გვჯერა, რომ ინვესტორები ცდილობენ თავიანთი ფინანსების გამრავალფეროვნებას, რაც ამ შემთხვევაში ეთერიუმით გამოიხატა. ბიტკოინის მთელი კვირის შემოდინება 42 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ დროს კი, ეთერიუმმა შემოდინების ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დააფიქსირა”,-ნათქვამია CoinShares-ის ანგარიშში.

2021 წლისთვის ციფრული აქტივების მთლიანი შემოდინება 2,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს არის 6,7 მილიარდი დოლარის ინსტიტუციური კაპიტალის 39%, რომელიც კრიპტო ფონდებში 2020 წლის ბოლო ექვის კვირის განმავლობაში განხორციელდა.

შეგახსენებთ რომ, ბოლო 24 სათის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა ზრდა 4.41%-ით განიცადა. ამჟამად, ალტკოინის კურსი 1.730 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი