ევროპის ცენტრალური ბანკი: ბიტკოინი არ არის ვალუტა

0
634

ევროპის ცენტრალური ბანკის პოზიცია ბიტკოინის მიმართ კვლავ იგივე რჩება. ბანკი ბიტკოინს გადახდის საშუალებად ანუ ვალუტის სახეობად არ აღიარებს.

სოციალურ ქსელში ხშირად დასმულ კითხვებზე კი ევროპის ცენტრალურ ბანკს მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: ის არ სცნობს კრიპტოვალუტას, უფრო კონკრეტულად კი ბიტკოინს, ლეგალურ გადახდის საშუალებად.

“ბიტკოინი არ არის ვალუტა. ეს არის აქტივი და თანაც ძალიან არასტაბილური”,- განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელემა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბანკს საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებაზე შედარებით უფრო ლიბერალური პოზიცია აქვს. დაახლოებით ორი თვის წინ ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრული ვალუტის სარგებელზე ისაუბრა.

ლიეტუვას ცენტალური ბანკის თავმჯდომარემ და ევროსაბჭოს მმართველი საბჭოს წევრმა, ვიტას ვასილიაუსკასმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტა მომგებიანი უნდა იყოს მომხმარებლისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი