ევროპის საბანკო უწყების თავმჯდომარე: უმჯობესია დარეგულირდეს საფინანსო ინსტიტუტები და არა, კრიპტოვალუტა

0
2095

ევროპის საბანკო უწყების თავმჯდომარემ ანდრეა ენრიამ განაცხადა, რომ შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს კრიპტოვალუტის ფლობა და გაყიდვა აეკრძალოთ ბანკებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს ვიდრე, კრიპტოვალუტას რეგულაცია დაუწესდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ენრიას შენიშვნები ბოლო დროს აქტუალურ საკითხს, ევროპაში კრიპტოვალუტის რეგულაციას უკავშირდება. ევროკომისიამ გამოაქვეყნა “სამოქმედო გეგმა”, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ტერიტორიაზე fintech-ის, მათ შორის Blockchain-ის რეგულირებას. გასულ კვირას კი, ინგლისის ბანკის მმართველმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა უნდა დარეგულირდეს და არა, აიკრძალოს.

ანდრეა ერნია უარს ამბობს fintech კომპანიების მიმართ მკაცრი რეგულაციების დაწესებაზე, რადგან მიიჩნევს რომ ასეთი ტიპის კომპანიები არ ასრულებენ იმავე ფუნქციას, როგორსაც ბანკები.

“რეგულაციის მექანიზმის გადაჭარბებულად გაფართოება fintech ფირმებისთვის არ არის ოპტიმალური გადაწყვეტა. ეს საფრთხეს უქმნის საფინანსო ინოვაციებს, რადგან ბანკი პატარა ინოვაციური start-up-ისთვის არ არის ხელსაყრელი”-აღნიშნა ანდრეა ენრიამ.

თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ fintech-ის რეგულაციამ უნდა გაიაროს ევროკავშირის საზღვრებს გარეთაც, რათა შენარჩუნდეს ევროკავშირის ფირმების კონკურენტუნარიანობა აშშ-სა და ჩინეთთან.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მთელი რიგი ევროპული საფინანსო ორგანოები კრიპტოვლუტას რისკიან აქტივად აფასებდნენ და აცხადებდნენ, რომ ინვესტორებს დაცვა ესაჭიროებოდათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი