ოქროს საინვესტიციო კომპანია კრიპტოვალუტის საცავს ქმნის

0
1782

დუბაის მულტი სავაჭრო ცენტრი არის კომპანია, რომელიც ოქროს გაყიდვითაა დაკავებული ასევე, ახორციელებს სხვადასხვა ბირჟაზე ვაჭრობასა და უძრავის ქონების ყიდვა-გაყიდვას. ამასთანავე ის არის პირველი კომპანია, რომელმაც შუა აღმოსავლეთში კრიპტოვალუტით ვაჭრობის ლიცენზია მიიღო. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ცნობილი გახდა, რომ კომპანია მსოფლიოში პირველად კრიპტოვალუტის ფიზიკურ საცავს შექმნის.

კომპანია Regal RA DMCC, რომელმაც მიიღო ციფრული ვალუტით ვაჭრობის ლიცენზია არის Regal Assets-ის შვილობილი კომპანია. Regal Assets-ი წარმოადგენს ოქროს საინვესტიციო კომპანიას.

Regal Assets-ის დუბაის ოფისის მენეჯერი, ქსენია კისელევა აცხადებს, რომ კომპანია გეგმავს სხვა ქვეყნებშიც კრიპტოვალუტის ლიცენზიის მიღებას. ამჟამად კი, სავაჭრო პლატფორმაზე ყველა კრიპტო-პროდუქტის განვითარება მიმდინარეობს.

კომპანიის განცხადების თანახმად, კრიპტო-ინვესტორებს ბიტკოინითა და ეთერიუმით ვაჭრობა შეეძლებათ.

რაც შეეხება უნიკალურ საცავს: Regal RA-ს საცავი იქნება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცული ლითონის ობიექტი, რომელიც მდებარეობს ალმასის ცათამბჯენში, დუბაიში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ციფრული აქტივები “ფიზიკურად” იქნება დაცული ჰაკერებისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, კრიოტოვალუტის ფიზიკურ საცავში შენახვა ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტა ინახება ისეთი აპარატურის საფულეზე, რომელიც ეწინააღმდეგება ტრადიციული ვირტუალური საფულის პრინციპს ან გარკვეული ოპერაციების დროს მესამე მხარის ჩარევას, რომელიც დამყარებულია ინტერნეტ-კონტაქტზე.

ამ თვის დასაწყისში, აბუ-დაბის ფინანსური მომსახურების მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის, ICO-სა და კრიპტო-ბირჟების რეგულაციის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამირომ 2017 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომ საკუთარ კრიპტოვალუტა, emCash-ს ქმნიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი