Piplsay-ს გამოკითხვა: ბრიტანელების ნაწილი მიიჩნევს, რომ საფონდო ბირჟა და კრიპტოვალუტით ვაჭრობა თანაბრად სარისკოა

0
774

გამოკითხვის თანახმად, 10 ბრიტანელიდან 4 მიიჩნევს, რომ საფონდო ბირჟა ისეთივე სარისკოა, როგორც კრიპტოვალუტით ვაჭრობა.

Piplsay-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელების 41% ბიტკოინში ინვესტიციას არცთუ სარისკოდ მიიჩნევს. ყოველ შემთხვევაში ისეთივე რისკებს ადარებს, როგორც საფონდო ბირჟებზე მიმდინარე ნაღდი ფულის ინვესტიციებს.

აღნიშნული მონაცემები სხვადახვა ასაკობრივ კატეგორიას ეხება. გამოკითხული 6100 ადამიანიდან, რომელთა ასაკობრივი კატეგორია 20-25 და 45-50 წლებს შორის მერყეობდა განაცხადეს, რომ ინვესტირების მხრივ, ბიტკოინსა და ტრადიციულ ვალუტას დღესდღეობით თანაბარი რისკი გააჩნია.

მონაწილეთა 40%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა უსაფრთხოა, 31% კი თავადაა კრიპტოვალუტის მოხმარებელი, ხოლო დანარჩენი 29%-კი ფიქრობს, რომ ციფრული ვალუტა ჯერ კიდევ არაა უსაფრთხო ინვესტირებისათვის.

გამოკითხულთა 29% აცხადებს, რომ ჰაკერების აქტივობის შემთხვევები გასათვალისწინებელია. მათი აზრით, ეს წარმოადგენს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ მთავარ საზრუნავს. მარეგულირებლის მოსაზრებებმა კი გამოკითხულთა 26% შეაშფოთა.

გასაკვირია, რომ არასტაბილურობა ნაკლებად აქტუალური იყო. მხოლოდ 19% განიხილავდა ამას პრობლემად. კრიპტოვალუტისადმი მზარდი გლობალური ინტერესის მიუხედავად, გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტიციას არ აპირებს. ბრიტანელების 57% აცხადებს, რომ ციფრულ ვალუტაში ინვესტიციის სურვილი არ აქვს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი