კიბერ დამნაშავეებმა დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლის სახელი თაღლითობისთვის გამოიყენეს

0
1120

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავებმა კიბერ კრიმინალის ფაქტი გამოავლინეს. როგორც ცნობილი გახდა, ეჭვმიტანილები თაღლითურ ელ.ფოსტას მომხმარებლებს უგზავნიდნენ.

ელ.ფოსტაში აღნიშნული იყო, რომ წერილის ავტორი მარეგულირებელი სტრუქტურა იყო.

თაღლითების მიერ დაწერილ წერილს ასეთი სახელწოდება ჰქონდა: „გარანტირებული შანსი გამომუშავებისთვის”. ელ.ფოსტაში ეწერა, რომ ბიტკოინს ჯერ კიდევ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი მანამ, სანამ ფასი 20.000 დოლარს მიაღწევდა.

წერილის ბოლოს კი ჩალინკული იყო მისამართი, რომელზეც შესვლით სხვაგან გადამისამართდებოდა მოხმარებელი. სისტემა კი კიბერ დამნაშავეების მსხვერპლი იქნებოდა.

მარეგულირებელმა დაადასტურა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ წერილებთან. სააგენტომ ასევე გააფრთხილა საზოგადოება, რომ მარეგულირებლის მიერ გაგზავნილ ელექტრონულ წერილებში ორგანიზაცია არასდროს სთხოვს მომხმარებელს საბანკო ანგარიშის ნომრის მითითებას.

“სავარაუდოდ, მიმოწერა დაკავშირებულია ორგანიზებულ თაღლითობასთან და ჩვენ გირჩევთ, რომ არ უპასუხოთ კრიმინალებს”,- აღნიშნული იყო დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი