ბუნდესბანკის პრეზიდენტი Libra-ს განვითარებას მხარს უჭერს

0
574

ბუნდესბანკის პრეზიდენტმა და ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ გლობალური მარეგულირებელი Libra-ს პროექტს არ უნდა ჩამორჩეს.

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბუნდესბანკის პრეზიდენტი მხარს უჭერს Libra-ს პროექტს. ეს ფაქტი მან G7-ის ბოლო შეხვედრაზეც აღნიშნა. ამასთანავე, ბუნდესბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ Libra შესაძლოა, მომხმარებლებისთვის ძალიან მიმზიდველი იყოს, თუკი კრიპტოვალუტა ნამდვილად ისეთი იქნება, როგორსაც ამბობენ.

ბუნდესბანკის ხელმძღვანელმა მსოფლიო ეკონომიკურ საზოგადოებას მოუწოდა, დროულად მიეღო ახალი ინოვაცია. თუმცა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საჭიროა ზომების მიღება იქამდე, სანამ ყველა დეტალი არ იქნება ნათელი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით წინ, ბუნდესბანკის წარმომადგენელმა ბურქარდ ბალცმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნიდა.

უფრო კონკრეტულად კი, Deutsche Bundesbank-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ბურკარდ ბალცმა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა საფრთხეს არ უქმნის მონეტარულ ან ფინანსურ სტაბილურობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი