გერმანიის მოქალაქემ კრიპტოვალუტით დაგროვებული მსხვილი თანხა “მწვანეთა პარტიას” შესწირა

0
779

გერმანიის მოქალაქემ კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მნიშვნელოვანი კაპიტალი დააგროვა. აქედან კი, ერთი მილიონი ევრო ქვეყნის “მწვანეთა პარტიას” შესწირა.

ჰამბურგში დაფუძნებული საინფორმაციო საშუალების, Die Zeit-ის თანახმად, პროგრამისტმა, მორის შმიდტმა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ გრეიფსვალდიდან ერთი მილიონი ევრო გერმანიის “მწვანეთა პარტიას” გადაურიცხა.

მორის შმიდტმა მნიშვნელოვანი მოგებები ნახა ბიტკოინის ფასის აღმასვლის პერიოდში. თუმცა, მან გამოთქვა სურვილი თავისი წვლილი შეეტანა გარემოს დაცვით ღონისძიებებში. მორის შმიდტმა ბიტკოინის შენახვა და მომავალი მოგებებისთვის ლოდინი არ ისურვა.

“მწვანეთა პარტიის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დონორმა ეკოლოგიის მძიმე მდგომარეობის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება. მორის შმიდტი ბიტკოინის ელექტროენერგიის მოხმარებას გადაჭარბებულად და გარემოსთვის საკმაოდ საზიანოდ მიიჩნევს.

“მწვანეთა პარტიის” ჩანაწერები აჩვენებს, რომ მორის შმიტის შემოწირულობა ყველაზე დიდია, რაც პარტიამ წელს მიიღო. შემდეგი ყველაზე მაღალი შემოწირულობა 500,000 ევრო, ანუ დაახლოებით 600,000 დოლარი ფიქსირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თანხები გამოყენებული იქნება პარტიის ფედერალური საარჩევნო კამპანიისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი