გერმანიაში კრიპტო აპარატების მუშაობას მარეგულირებლის ნებართვა სჭირდება

0
667

გერმანიის მარეგულირებელი აცხადებს, რომ ბიტკოინის ბანკომატები რეგულაციას საჭიროებს. ეს კი მანამდე უნდა მოხდეს, სანამ მათ მუშაობის უფლებას მისცემენ.

BaFin-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკომატები, რომლებიც მომხმარებელს ისეთ აქტივებს სთავაზობს, როგორიცაა ლაიტკოინი და ბიტკოინი, ახლა გერმანიის ფინანსური მარეგულირებლისგან ლიცენზიას საჭიროებს.

”საკუთრებით ვაჭრობა არის ფინანსური მომსახურების სფერო, ხოლო ფინანსური კომისიის საქმიანობა არის საბანკო ბიზნესი, რისთვისაც საჭიროა BaFin-ის წინასწარი ნებართვა.”

როგორც ჩანს, ეს არ არის ახალი დადგენილება, არამედ ამჟამინდელი სამართლებრივი მოთხოვნების დაზუსტებაა. ”ვინც დგამს კრიპტო აპარატებს, რომლებსაც არ აქვთ BaFin–ის ნებართვა, მოქმედებენ უკანონოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მარეგულირებელმა ასევე განმარტა, რომ ქონების მფლობელები, ბიზნესი და ა.შ. შეიძლება პასუხისმგებელნი იყვნენ ბიტკოინის ბანკომატების აპარატებზე. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი თავიანთი საქმიანობისთვის არალიცენზირებულ ბანკომატებს გამოიყენებენ.

ასევე აღსანიშნავია რომ, ევროკავშირმა კონტოლი კრიპტოვალუტით ვაჭრობასთან დაკავშირებით გაამკაცრა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფულის გათეთრების საფრთხეები რომელიც მე-5 შესწორებითაა გათვალისწინებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი