გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისი Blockchain-ზე დაფუძნებულ კომპანიასთან ითანამშრომლებს

0
685

გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისი იტყობინება, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტელემედიცინისა და ტელეფსიქოლოგიის ფირმა doc.com-თან პარტნიორობას იწყებს. პარტნიორობა აღმოსავლეთ აფრიკის მასშტაბით უფასო ჯანდაცვის მომსახურეობას გულისხმობს.

აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამადო ფილიპ დე ანდრესმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად არის Doc.com-თან თანამშრომლობისთვის. როგორც ანდრესმა აღნიშნა Blockchain-ზე დაფუძნებული კომპანია მომხმარებლების მონაცემების დაცვასა და უსაფრთოებას უზრუნველყოფს.

გაეროსთან პარტნიორობის ფარგლებში კომპანია 2019 წლის მეორე კვარტალში აფრიკის ბაზარზე თავისი პლატფორმების გაფართოებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ UNICEF-ი Blockchain-ის განვითარებისთვის 100.000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფონდი 100.000 დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებდა არგენტინის პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა Atix Labs-ში, მექსიკის ტექნოლოგიურ კომპანიებში: Onesmart-სა და Prescrypto-ში, ასევე სტარტაპში Statwig-ში და ა.შ.

კომპანიები ცალ-ცალკე შექმნიან პროტოტიპებსა და სისტემებს, რომლებიც მიზნად ისახავს გლობალურ დონეზე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გამჭვირვალობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი