აფრიკის კონტინენტზე მდებარე ბურუნდის სახელმწიფომ კრიპტო ვაჭრობა აკრძალა

0
819

ცენტრალური აფრიკაის ტერიტორიაზე მდებარე ბურუნდის რესპუბლიკამ ქვეყანაში კრიპტოვალუტით სავაჭრო საქმიანობის განხორციელება აკრძალა.

აკრძალვის მიზეზად კი რისკები დასახელდა.

Bloomberg–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბურუნდის მოქალაქეებმა, რომლებაც კრიპტო სავაჭრო საქმიანობის შემდეგ დიდი რაოდენობით ფული დაკარგეს მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.

ამის შემდეგ კი მთავრობამ ციფრული ვალუტით ვაჭრობა აკრძალა. აკრძალვის არგუმენდტად კი დასახელდა ის რისკები, რომელთაგან მომხმარებელთა დაცვა შეუძლებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკის კონტინენტზე კრიპტო ინდუსტრიას ბევრი პრობლემა აქვს. თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გაცილებით პროგრესულ ნაბიჯებს დგამს სირთულეების აღმოსაფხვრელად.

მაგალითად, არალიცენზირებული ბირჟების პრობლემა ასე გადაწყვიტა: კრიპტოვალუტის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც ქვეყნის ცენტრალური ბანკიც შედიოდა, კრიპტო აქტივების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს მთავრობის მიერ დარეგისტრირებული უნდა იყოს ყველა ბირჟა, კრიპტო-საფულე პროვაიდერი, კრიპტო-ბანკომატის მფლობელი კომპანია და ციფრული ვალუტით გადახდის მიმწოდებელი კომპანიაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი