ტაივანის ავიაკომპანიაში კრიპტოვალუტით ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება
FAT Taiwan-მა, შორეული აღმოსავლეთის ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ ბილეთების შესაძენად კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი იქნება. ეს იქნება ტაივანის პირველი ავიაკომპანია, რომელიც კლიენტებს ციფრული ვალუტით გადახდის საშუალებას მისცემს. ავიაკომპანია აცხადებს, რომ კრიპტოვალუტას გადახდის საშუალებად აღიარებს და ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რათა საავიაციო ინდუსტრიაში კრიპტოვალუტის პიონერის სახელი დაიმკვიდროს. “კრიპტოვალუტის ფართოდ გამოყენება მომავალში, როგორც ავიაკომპანიის ბიზნესში ისე, მთელ ტურისტულ სექტორში სხვადასხვა…