ინდოეთის 30 ქალაქში მაინინგის შესახებ საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება
ინდოეთის სავაჭრო პალატა ქვეყნის მასშტაბით ბიტკოინის მაინინგის მომზადების პროგრამას იწყებს. როგორც ცნობილია, პროგრამაში 30 ქალაქი იქნება ჩართული. აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრიპტოვალუტის, ბიტკოინის, მაინინგისა და Blockchain ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც შემდგომში ადამიანებს, განსაკუთრებით კი, სოფლის მოსახლეობას თვითდასაქმების შესაძლებლობას მისცემს. ინდოეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატა თანამშრომლობს მეწარმე და ინდოეთის დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელ დოქტორი ტაუსიფ…