ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულმა ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, საბანკო სექტორს საფრთხე შეუქმნას

0
1200

ინგლისის ბანკი სამუშაო დოკუმენტს გამოაქვეყნებს, სადაც ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ კრიპტოვალუტასა და საბანკო სექტორის ურთიერთობასა და რისკებზე იქნება საუბარი.

ამჟამად, ინდივიდუალური და კორპორაციული ფულადი სახსრების შენახვა ბანკის ანგარიშებზე ხდება. ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული დოკუმენტში კი წერია, რომ ეს შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს.

დოკუმენტში აღწერილია, რომ შესაძლოა, მომხმარებელთა უმეტესობამ მოისურვოს და თავიანთი ანგარიშები მთლიანად ციფრულ ვალუტაში გადაიტანოს.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში გართულდება კრედიტებთან დაკავშირებული ოპერაციები, რადგან კრედიტისა და გადახდის ფუნქციონირება ერთად იქნება თავმოყრილი.

დოკუმენტის მიხედვით, ასეთი სცენარს კომერციულ საბანკო სექტორში შესაძლოა, მოჰყვეს კრიტიკული შედეგები.

ამ ეტაპზე, ორივე ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომხმარებელს ბანკები სთავაზობენ ტრადიციულ საბანკო მომსახურეობას, თუმცა ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემულმა ციფრულმა ვალუტამ ამ მხრივ, შესაძლოა “ფინანსური სტრესი” გამოიწვიოს.

დოკუმენტი მარტში გამოცემულ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ანგარიშშსაც ეხება, რომელშიც აღნიშნულია: “ფინანსური სტრესის დროს, ქვეყანაში მოღვაწე ინვესტორები სავარაუდოდ, განიხილავენ ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტის კონკრეტული მოქმედების საკითხს საბანკო დეპოზიტების მიმართ, რათა შენარჩუნდეს ფინანსური სტაბილურობა”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი