ბრაზილიის ცენტრალური ბანკი Blockchain ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობს

0
501

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიის ცენტრალური ბანკი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ტექნოლოგია 2020 წლის შემოდგომამდე დაინერგება.

საქმე ეხება Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მყისიერი გადახდის სისტემას.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილია პოზიტიურად არის განწყობილი ციფრული ვალუტის ინდუსტრიისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ.

ამასთანავე, ამჟამად,როგორც ცნობილია, ბრაზილიაში ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტო კომპანიების თაღლითურ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

ჯერ კიდევ იანვარში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბრაზილიის საფინანსო მარეგულირებელი ორგანო Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით მარეგულირებელ წესებს შემოიღებდა.

ახალი მარეგულირებელი ინიციატივა აერთიანებს ბრაზილიის ცენტრალური ბანკის, ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის, დაზღვევისა და ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ბრძანებას. მარეგულირებელი სტრუქტურის მთავარი მიზანი იყო მოეხდინა ფინანსური გავლენა ციფრულ ინდუსტრიაზე.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კონრეტული და დეტალური კონცეფცია რეგულაციის შესახებ საჯარო არ არის. თუმცა ერთი რამ კი ნათელია, მარეგულირებლის წესები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება და Blockchain და კრიპტო ინდუსტრიაზე გავლენას მოახდენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი