Binance.US– ის აღმასრულებელი დირექტორი: ბიტკოინის კურსი 75.000-დან 100.000 დოლარამდე გაიზრდება

0
1266

აშშ-ს Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, კეტრინ კოლი ბიტკოინის კურსის მატებას პროგნოზირებს. მისი აზრით, სრულიად შესაძლებელია, რომ ბიტკოინის ფასი 100 000 დოლარის დონეზე დაფიქსირდეს.

გუშინ საინფორმაციო გამოშვება KLTA- სთან საუბრისას, კეტრინ კოლიმ განაცხადა, რომ ბოლოდროინდელ ფასის მატება წარმოუდგენლად სწრაფად მოხდა. 19,000-დან 34,000 დოლარზე ბიტკოინის ფასი თვეზე ნაკლებ დროში გადაადგილდა.

ეს კი კოლის აზრით, განპირობებული იყოს ინსტიტუციური ინვესტორების რაოდენობის ზრდით.

”იქ, სადაც ჩვენი პროგნოზით ფასი 50,000 აშშ დოლარს მიაღწევს ვფიქრობ, რომ ეს რიცხვი ოდნავ მეტი იქნება. 2021 წელს ბიტკოინის კურსის მატებას 75.000–დან 100.000 დოლარამდე უნდა ველოდოთ”,-აღნიშნა KLTA- სთან საუბრისას Binance.US– ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ კეტრინ კელი არ პროგნოზირებს ბიტკოინის კურსის მკვეთრ მატებას. კრიპტოვალუტის ბირჟის Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ ჰელდიმ განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლოს ბიტკოინის კურსი 1 000 000 დოლარის მიაღწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი