DeVere Group-ის დამფუძნებელი: 2021 წელს ბიტკოინის ფასი შესაძლოა, გაორმაგდეს

0
900

DeVere–ს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ბიტკოინი 2021 წელს 50%-ით გაიზრდება.

კიდევ ერთი ინსტიტუციური ფინანსისტი ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზს აკეთებს.

დუბაიში დაფუძნებული ფინანსური საკონსულტაციო ფირმის DeVere Group-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ნიგელ გრინის თქმით, ბიტკოინის პარაბოლური აქცია მხოლოდ ახლა დაიწყო.

Newsmax–თან ინტერვიუში, გრინმა თამამად განაცხადა, რომ 2021 წელს ბიტკოინის კიდევ ერთი “რეკორდული წელი” იქნება. მისი თქმით, ფასები უნდა გაიზარდოს მინიმუმ 50%-ით და შესაძლოა, გაორმაგდეს კიდეც.

ნიგელ გრინი პროგნოზს აკეთებს მაშინ, როდესაც ბიტკოინის ფასი 23.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ამჟამინდელი ფასის ნიშნულიდან გამომდინარე, მომდევნო წელს ბიტკოინი 34,500-სა და 46,000 აშშ დოლარს შორის იმოძრავებს.

მიუხედავად ბიტკოინის არასწორხაზოვანი განვიათარების აღიარებისა, გრინი ამბობს, რომ ინსტიტუციური ინვესტორების შემოდინება გამოიწვევს მომხმარებელთა ინტერესის გაზრდას.

”მთავრობები განაგრძობენ ეკონომიკის მხარდაჭერას და პანდემიის გამო ხარჯების გაზრდას, ინვესტორები სულ უფრო ხშირად მოიხმარენ ბიტკოინს, როგორც ინფლაციის საწინააღმდეგო საშუალებას”,-განაცხადა DeVere Group-ის დამფუძნებელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი