ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს

0
607

ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ბიტკოინის კურსის მატება 11.500 დოლარზე მოსალოდნელი იყო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კრიპტოვალუტის ფასის მატების დრო დადგა.

Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი ფოუელმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ბიტკოინი გრძელვადიან პერიოდში ოქროზე მეტად ღირებული აქტივი გახდება.

მისი თქმით, ბიტკოინი გახდება ისეთივე გამოყენებადი ვალუტა, როგორც აშშ დოლარია.

გარდა ბიტკოინის მხრიდან სარგებლის მიღებისა, ჯესი ფოუელი აცხადებდა, რომ დოლარის მანიპულირების წინააღმდეგ ერთადერთი შესაძლებლობა ბიტკოინი არის.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 10 კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ ეს მაჩვენებელი რამდენიმე საათში შეიცვალა.

ცოტა ხნის წინ, ენტონი პომპილიანომ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 2021 წელს 100.000 დოლარს მიაღწევს.

BloxLive.tv-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ინსტიტუციონალურ ინვესტორებს დიდი როლი აქვთ ფასების ზრდის ტენდენციის პროცესში.

ენტონი პომპილიანოს ერთ-ერთი პროგნოზი კი ასე ჟღერდა: “გასული წლის აგვისტოში ვფიქრობდი, რომ ბიტკონის ფასი 3000 დოლარამდე გაიზრდებოდა. თუმცა ეს იყო მანამ სანამ, კურსი 10.000 დოლარაზე დაფიქსირდებოდა. ახლა ვფიქრობ, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული 100.000 დოლარს მიაღწევს”,- აღნიშნა Morgan Creek Digital Assets-ის თანადამფუძნებელმა, ენტონი პომპილიანომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი