ბიტკოინის კურსი ისევ რყევას განიცდის: ფასების მცირე მიმოხილვა

0
770

სამშაბათს, 20 მარტს ბიტკოინმა 9.000 დოლარიანი ზღვარი გადალახა, ეს ხდება წლის დასაწყიში მომხდარი მკვეთრი ჩავარდნის ფონზე, როცა ფასი 70 %-ით დაეცა დეკემბრის კურსთან შედარებით, როდესაც ბიტკოინის ღირებულება 20.000 მეტ დოლარს შეადგენდა.

დეკემბრის ბოლოსთვის ბიტკოინის კურსმა დაკლება დაიწყო. ხოლო, 2018 წლის 17 იანვარს ბიტკოინის ფასი 9.724 დოლარამდე შემცირდა. თებერვლის თვეში კი, ბიტკოინი 9000 დოლარის ნიშნულის ქვევით, 2017 წლის ნოემბრის მაჩვენებლის შემდეგ, პირველად ჩამოვიდა.

თებერვალში, ბიტკოინში კაბიტალდაბანდებისთვის მხოლოდ 5.922 დოლარი იყო საჭირო. ხოლო, თებერვლის მიწურულიდან და მარტის დასაწყისიდან კი, ბიტკოინის კურსმა კვლავ მოიმატა. კრიპტოვალუტის ფასი 9.000 დოლარის მაჩვენებლის ზემოთ და ქვემოთ მოძრაობდა.

როდესაც ბიტკოინმა მოახერხა და 9.000 დოლარზე ზემოთ ავიდა ამ ფაქტმა ბევრ მოვაჭრესა და ინვესტორში კრიპტოვალუტის მიმართ ნდობა კვლავ გააჩინა.

შეგახსენებთ, რომ G20 სამიტზე კრიპტოვალუტის შესახებ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს.

უპირველესად, კრიპტოვალუტა არ აიკრძალება. დადგინდა, რომ საჭიროა უფრო მეტად ხელსაყრელი მიდგომა. კრიპტოვალუტის კლასიფიცირება კი მოხდა ასე: კრიპტოვალუტა ციფრულ აქტივად განისაზღვრა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ ფაქტებმა გარკვეულწილად, ბიტკოინის კურსის 9.000 დოლარზე დაბრუნება განაპირობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი