Ark Invest-ის ანალიტიკოსები: ბიტკოინი ოქროს კაპიტალიზაციას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს

0
780

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 10 ტრილიონი დოლარი იქნება. ექსპერტების მოსაზრებით, უახლოეს წლებში ბიტკოინის ამჟამინდელი კაპიტალიზაცია გაიზრდება და მთავარი ფინანსური ინსტრუმენტი გახდება.

როგორც ჩანს, Ark-ის ანალიტიკოსებისთვის 600,000 დოლარი არის ბიტკოინის მომავალი ფასის ნიშნული. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სულ მალე ბიტკოინი ოქროს საბაზრო კაპიტალიზაციას გადააჭარბებს. Ark Invest-ის ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ დღესაც 10 ტრილიონი დოლარი გახდება.

”თუ ოქროს 10 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციას გადახედავთ, ბიტკოინი ამის დაახლოებით 10 პროცენტია. თუ ჩვენ გვჯერა, რომ ბიტკოინი 100-ჯერ უკეთესი ვარიანტია, მაშინ საკმაოდ უსაფრთხოა იმის თქმა, რომ ბიტკოინს დიდი შანსი აქვს ოქროს კაპიტალიაზაციას გადააჭარბოს”,-აღნიშნა Ark-ის კრიპტო სექტორის ანალიტიკოსმა, იასინ ელმანჯრმა.

რაც შეეხება რეგულაციის გავლენას ბიტკოინის მომავალ მუშაობაზე: იასინ ელმანჯრამ აშშ-ს ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის იმ განცხადებას უპასუხა, რომელშიც მინისტრი ბიტკოინს არაეფექტურსა და არასტაბილურს უწოდებდა.

”მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ მოძველებული არგუმენტებია, რაც მიანიშნებს ინფორმაციის სიმწირესა და ინტერესის ნაკლებობაზე”,- აღნიშნა Ark Invest-ის ანალიტიკოსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი