ბილ მილერი: ბიტკოინს აქვს, როგორც ფასის ზრდის ასევე, კლების შესაძლებლობაც

0
562

“ბიტკოინს აქვს იმისი პოტენციალი, რომ ფასის უმაღლეს ნიშნულს მიაღწიოს ან პირიქით, კურსი მაქსიმალურად შეამციროს”,- ეს განცხადება Wall Street-ის ინვესტორმა ბილ მილერმა გააკეთა.

უნდა აღინიშნოს, რომ მილერს აქვს საკუთარი საინვესტიციო კომპანია. ის CNBC-ის გადაცემაში იყო მიწვეული, როდესაც ბიტკოინს საინტერესო ტექნოლოგიური ექსპერიმენტი უწოდა.

ჟურნალისტმა ბილ მილერს კითხვა ბიტკოინის ფასის რყევებთან დაკავშირებით დაუსვა და მაგალითად მოუყვანა კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი კურსის მოძრაობა. თუკი, 2018 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 3.800 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა უკვე 2019 წლიდან კურსი 4.000 დოლარზე დაფიქსირდა.

მილერმა კი ამაზე უპასუხა, რომ ბიტკოინს თანაბრად აქვს ფასის მატების და კლების შესაძლებლობა.

ინვესტორმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს კრიპტოვალუტა საკუთარ ბიზნეს პორტფოლიოში მოხვდეს.

ამასთანავე, საინტერესოა, რომ ბილ მილერისთვის კრიპტოვალუტის კურსის მერყეობა სხვა ინვესტორების მსგავსად მას პესიმიზმისკენ არ უბიძგებს. თუმცა, არც განსაკუთრებული ოპტიმისტური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

“მე ვიქნები ბიტკოინზე დამკვირვებელი, მაგრამ მე ამას რწმენას არ დავუძახებდი”,- აღნიშნა ბილ მილერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი