ყოფილი კონგრესმენი ბიტკოინის მიღებას მხარს უჭერს

0
1660

“ბიტკოინის ლეგალურად მიღებისთვის, რაც შეგვიძლია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ”,- აცხადებს ყოფილი კონგრესმენი.

ყოფილი კონგრესმენი ტეხასიდან მიიჩნევს, რომ მთავრობა ყურადღებით აკვირდება ციფრული ვალუტის სექტორს.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და კონგრესმენი, რონ პოლი ბოლო კვირის განმავლობაში უფრო ღიად საუბრობდა მთავრობის ზედამხედველობის შესახებ, რომელიც ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს ეხებოდა.

კვირას გამოქვეყნებულ სტეფან ლაივრას პოდკასტის ეპიზოდში რონ პოლმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია, შესაძლო კონფისკაციით. საქმე ეხება კრიპტოტრანზაქციებს, რომლებიც წინა მთავრობის დროს განახორციელდა. ასეთი ოპერაციების შეუსაბამოა ახალი მთავრობის პირობებეში მიღებულ კანონებთან.

ამის გამო ადამიანებს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ.

რონ პოლმა ასევე გააფრთხილა კრიპტოვალუტის მომხმარებლები, რომ უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ კრიპტოვალუტის ოპერაციებთან, მიიღონ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია და მხოლოდ ამის მერე გააკეთონ კრიპტო ინვესტიციები.

ბიტკოინის ფონდის საბჭოს წევრმა, ბობი ლიმ რონ პოლს გასული წლის ოქტომბერში პირველი ბიტკოინი აჩუქა. მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 9,380 იყო.

აღსანიშნავია რომ, ყოფილი კონგრესმენი ტეხასიდან ფედერალური სარეზერვო სისტემის კრიტიკოსია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი